აქტუალური
თბილისი, 12 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ“ ოქროს შემცველ გოგირდ-კოლჩედანურ გამოვლინებაზე სასარგებლო წიაღისეულის შესწავლა-მოპოვების ლიცენზია გაყიდა. ლიცენზია, რომლის საწყისი ფასი 90 ათას აშშ დოლარს შეადგენდა, ახლად დაფუძნებულმა „ჯორჯიან რესორს კომპანიამ“ 306 ათას აშშ დოლარად შეიძინა.