სამართალი
„სოლიდარობა უკანონო პატიმრებს“ განცხადება

 

kvintraZeთბილისი, 10 სექტემბერი, საქინფორმი. სამოქალაქო  მოძრაობა „სოლიდარობა უკანონო  პატიმრებს“ ეხმიანება  ნიკა  კვინტრაძის საქმესთან  დაკავშირებული მოვლენების განვითარების  ფაქტებს. კერძოდ: „ბრიტანული სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს მიერ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თხოვნით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ადასტურებს, რომ ნიკა  კვინტრაძე  26  მაისს  ნამდვილად ჰყავდათ სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებს დაკავებული და ბორკილებდადებული, რითაც იზრდება ეჭვი, რომ სწორედ სამართალდამცავი  ორგანოების წარმომადგენლები უშუალო კავშირში არიან მის გარდაცვალებასთან და ჩვენთვის არ არის  სარწმუნო შინაგან  საქმეთა  სამინისტროს  ოფიციალური  საჯარო  განცხადება, თითქოს  ნიკა  კვინტრაძე  გარდაცვლილი იქნა ნაპოვნი მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი  მაღაზიის სახურავზე.

აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა ამხელს საქართველოს ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს სიყალბეში და უმოქმედობაში, რაც სამოხელეო დანაშაულის ჩადენის  დამადასტურებელია და კიდევ უფრო ამძიმებს მომხდარ  ფაქტს.

ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა მოითხოვს ობიექტური და სწრაფი გამოძიების ჩატარებას ნიკა კვინტრაძის გარდაცვალების ფაქტზე და დამნაშავეთა დასჯას“.