საქართველო, 26 იანვარი, საქინფორმი. საქართველოში მოპოვებული 5 მლნ მ³ გაზი აუქციონზე იყიდება. "ნავთობის და გაზის კორპორაციის" მიერ აუქციონზე გამოტანილი ბუნებრივი გაზის საწყისი ფასი 1000 მ³ მეტრზე დღგ-ს გარეშე, 240 დოლარი ანუ ამჟამინდელი დოლარი/ლარის გაცვლითი კურსით 646.8 ლარია. ვაჭრობის ბიჯი 5 ლარით და 39 თეთრით განისაზღვრა, შესაბამისად, საბოლოო ფასი საწყის ღირებულებაზე ამ ოდენობის ბიჯების დამატებით განისაზღვრება.
პირობის მიხედვით, გაზის შეძენა მხოლოდ იმ პირს შეუძლია, რომელიც არის საქართველოს გაზის ტრანსპორტირების სისტემით მოსარგებლე და აქვს შესაძლებლობა მიწოდების პუნქტში შეძენილი ბუნებრივი გაზის მისი მოხმარების წერტილამდე მიიტანოს. ამასთან, გამარჯვებულმა დამატებით უნდა გადაიხადოს გაზის ტრანსპორტირების საფასურიც.
აუქციონი 5 თებერვალს დასრულდება.