საქართველო, 23 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ადასტურებს საქართველოსა და უნგრეთის აქტიურ თანამშრომლობას არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ დარგობრივი მიმართულებებითაც, სადაც უნგრეთი მზადაა გაუზიაროს საქართველოს თავისი გამოცდილება, განაცხადა უნგრეთში საქართველოს ელჩმა ნიკა ლალიაშვილმა.
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამდღიანი ვიზიტი ბუდაპეშტში გრძელდება. ქართული მხარე დღეს უნგრეთის კულტურისა და ინოვაციების მინისტრის მოადგილეს ატილა ბენედას შეხვდება. საპარლამენტო დელეგაცია დღესვე უნგრეთის ასევე დაგეგმილია მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთა "Fidelitas" -ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა.
„ჩვენი საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი არის კიდევ ერთი იმის დადასტურება, რომ არა მხოლოდ პოლიტიკურ დონეზე, არამედ დარგობრივი მიმართულებებით ჩვენ ძალიან აქტიური თანამშრომლობა გვაქვს. არის რამდენიმე სფერო, რომელსაც ინტენსიური მუშაობა შეეხება“, - აღნიშნა ნიკა ლალიაშვილმა.
ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემა იქნება უნგრეთის დემოგრაფიული პოლიტიკა, განაცხადა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ზაალ მიქელაძემ. მისი თქმით, უნგრეთის დემოგრაფიული პოლიტიკა აღმოსავლეთ ევროპაში ამ მხრივ ერთ-ერთი სანიმუშო ქვეყანაა და ამ გამოცდილების გაზიარება ქართული დელეგაციისთვის ძალიან საინტერესო იქნება.
„ჩვენმა ქვეყანამ ბოლო 12 წლის მანძილზე გადადგა ნაბიჯები დემოგრაფიის მიმართულებით, თუმცა ამ მხრივ ერთ-ერთ პრობლემად ისევ რჩება ქვეყანაში. მნიშვნელოვანია ოჯახების გაძლიერება და ტრადიციების პატივისცემა, რაც ორივე ქვეყნისათვის გადამწყვეტია“, - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.