სამართალი
ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა „მთავრობა“ დაითხოვა

 საქართველო, 22 იანვარი, საქინფორმი. ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას „მთავრობის“ დათხოვნის შესახებ, - ინფორმაციას გაგლოევის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გაგლოევმა ე.წ. პრემიერ-მინისტრი კონსტანტინე ჯუსოევი „თანამდებობიდან“ გაათავისუფლა და „პრემიერ-მინისტრის“ მოვალეობის შემსრულებლად ე.წ. ვიცე-პრემიერი ძამბოლატ თედეევი დაინიშნა.

გაგლოევმა ე.წ. მინისტრთა კაბინეტს ახალი „მთავრობის“ ფორმირებამდე თავისი მოვალეობების შესრულება დაავალა.