სამართალი
ქუთაისში ავტოფარეხების ნგრევა დაიწყო

quTisi6თბილისი, 9 სექტემბერი, საქინფორმი. როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახური საქინფორმს ატყობინებს, ქუთაისში ახალი პარლამენტის შენობის მშენებლობის მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილობრივმა ხელისუფლებამ ავტოფარეხების დანგრევა დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა კანონიერადაა აშენებული და ამის უფლება ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოსახლეობას თვითმმართველობის არჩევნების წინ მისცა.

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის ადგილობრივი ორგანიზაციის წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ტერიტორის გამოთავისუფლება ერთადერთ მიზეზს ემსახურება –  ხელისუფლებამ და მასთან დაახლოებულმა პირებმა ხელში ჩაიგდონ ფინანსურად მომგებიანი ტერიტორიები. „ცხადია, რომ პარლამენტის შენობის გადმოტანის შემდეგ მის ირგვლივ მიმდებარე ტერიტორია კომერციულად მომგებიანი გახდება“, – ნათქვამია განცხადებაში.