პუბლიკაციები
დონალდ ტრამპი: მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ნატო ახლა საერთოდ არ იარსებებდა!

 საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ნატო ახლა საერთოდ არ იარსებებდა, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში წერს.

„არცერთ ადამიანს და არცერთ პრეზიდენტს არ გაუკეთებია ნატო-სთვის იმაზე მეტი, ვიდრე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მე რომ არ გამოვჩენილიყავი, ნატო ახლა საერთოდ არ იარსებებდა! ის ისტორიის სანაგვეზე აღმოჩნდებოდა. სამწუხაროა, მაგრამ სიმართლეა“, – წერს დონალდ ტრამპი.