პუბლიკაციები
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. დავოსში, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს.
როგორც „როიტერს“ ანონიმურმა წყარომ განუცხადა, სტივ უიტკოფს, ჯარედ კუშნერსა და კირილ დმიტრიევს შორის შეხვედრა ორ საათზე დიდხანს გაგრძელდა. საუბარი ომის დასრულების „აშშ-ის გეგმას“ ეხებოდა.
რუსული მედიის ცნობით, სტივ უიტკოფმა პუტინის წარმომადგენელთან მოლაპარაკებებს „პოზიტიური“ უწოდა.
კირილ დმიტრიევმა კი განაცხადა, რომ შეხვედრა კონსტრუქციული იყო.
„დიალოგი კონსტრუქციულია და სულ უფრო მეტ ადამიანს ესმის რუსეთის პოზიციის სამართლიანობის“, – აღნიშნა დმიტრიევმა.