უცხოეთი
საქართველო, 21 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ truth social-ზე საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ გაგზავნილ შეტყობინებას ავრცელებს.
ემანუელ მაკრონი ამერიკელ კოლეგას რამდენიმე საკითხზე უგზავნის შეტყობინებას.
„ჩვენ სრულად გეთანხმებით სირიაზე, შეგვიძლია, შესანიშნავი საქმეები გავაკეთოთ ირანთან დაკავშირებით. ვერ ვხვდები, რას აკეთებთ გრენლანდიის საკითხზე. მოდით, გავაკეთოთ დიდებული საქმეები: 1. შემიძლია, „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა დავაორგანიზო პარიზში, ხუთშაბათს, დავოსის შემდეგ. შემიძლია, მოვიწვიო უკრაინელები, დანიელები, სირიელები და, პარალელურად, რუსები; 2. მოდით, ხუთშაბათს გვქონდეს ვახშამი ერთად პარიზში, ვიდრე აშშ-ში დაბრუნდებით“, – წერს ემანუელ მაკრონი ტრამპს.
1tv.ge