სამართალი
ირანის საელჩოსთან აქციის მონაწილე დააკავეს

 საქართველო, 15 იანვარი, საქინფორმი. ირანის საელჩოსთან, სადაც აქცია მიმდინარეობდა, ერთი ადამიანი დააკავეს.

აქციის მონაწილე სამართალდამცველებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც პოლიციის მოთხოვნის მიუხედავად, რომ გზის სავალი ნაწილიდან გადასულიყო და პროტესტი ტროტუარზე განეგრძო, ის საავტომობილო გზიდან არ გადავიდა.

ადგილზე შეკრებილი იყვნენ საქართველოსა და ირანის მოქალაქეები.

ისინი სოლიდარობას უცხადებენ ირანში მიმდინარე პროტესტს და ხელისუფლების მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გამოვლენილ ძალადობრივ ქმედებებს აპროტესტებენ.

დემონსტრანტებს თან აქვთ ირანისა და საქართველოს დროშები. ასევე საპროტესტო პლაკატები წარწერით: “თავისუფლება ერებს დიქტატურისგან”; “თავისუფლება მებრძოლ ურანელ ხალხს”.