აქტუალური
დონალდ ტრამპმა ძალოვანებს გრენლანდიაში შეჭრის გეგმის შემუშავება დაავალა

 საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ძალოვანებს გრენლანდიაში შეჭრის გეგმის შემუშავება დაავალა, თუმცა სამხედრო მაღალჩინოსნები აღნიშნულს ეწინააღმდეგებიან, იუწყება ბრიტანული გამოცემა Daily Mail საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

სტატიაში აღნიშნულია, რომ ტრამპი ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს დაკავების წარმატებული ოპერაციით შთაგონებულია. წარმატებული ოპერაციით კმაყოფილი არიან აშშ-ის პრეზიდენტის უახლოესი წრის გარემოცვა, პოლიტიკური მრჩეველის, სტივენ მილერის ხელმძღვანელობით.

ამასთან, გაზეთის ცნობით, ბრიტანელი დიპლომატები თვლიან, რომ ტრამპს ე.წ. შუალედური საპარლამენტო არჩევნების წინ სურს ამერიკელი ამომრჩევლის ყურადღება ეკონომიკური პრობლემებისგან სხვა საკითხზე გადაიტანოს.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გრენლანდიაში შეჭრა დაძაბულობას შექმნის ტრამპსა და ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერს შორის, რამაც, შესაძლოა, ნატოს კოლაფსამდე მიგვიყვანოს.

თუ ტრამპს ნატოს გაუქმება სურს, ეს, ალბათ, ყველაზე მოსახერხებელი გზაა“, - ციტირებს გამოცემა წყაროს სიტყვებს.