სამართალი
მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა

 საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. მოსამართლემ ნიკოლას მადუროს საქმეზე შემდეგი მოსმენა 17 მარტს დანიშნა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

მოსამართლის ბრძანებით, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე სასამართლოში 17 მარტს უნდა გამოცხადდნენ.

ასევე, მადუროს ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი კლიენტი ამ ეტაპზე გირაოთი გათავისუფლების მოთხოვნას არ აპირებს. ადვოკატების ცნობით, მადუროსა და მის მეუღლეს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

ნიუ-იორკის სასამართლოში მოსმენა დაახლოებით 30 წუთს გაგრძელდა.

მოსამართლემ მადუროს მოსმენის დასაწყისში სთხოვა დაედასტურებინა, რომ ის ნამდვილად ნიკოლას მადურო იყო. BBC-ი წერს, რომ როგორც წესი, ბრალდებული მოკლედ პასუხობს ხოლმე, თუ ვინ არის, მაგრამ მადურომ ისარგებლა შემთხვევით და სასამართლოს წინაშე გამოსვლისას თქვა, რომ ის იყო ვენესუელას პრეზიდენტი.

მე კარაკასში, ვენესუელაში, ჩემს სახლში დამაკავეს“, - განაცხადა მან ესპანურად.

ამის შემდეგ, მოსამართლემ გაფრთხილება მისცა მადუროს, რომ „ამ ყველაფრის განხილვისთვის დრო და ადგილი იქნება".

ამასთან, როგორც CNN-ი აღნიშნავს, უჩვეულოა, რომ სისხლის სამართლის საქმეში ბრალდებულმა მოსამართლეს რაიმე უთხრას პირველი გამოცხადების დროს, რადგან ადვოკატები, როგორც წესი, აფრთხილებენ თავიანთ კლიენტებს, რომ მათ მიერ ნათქვამი შეიძლება გამოყენებულ იქნას ბრალდების მხარის მიერ.