აქტუალური
ქუთაისი, 8 სექტემბერი, საქინფორმი. „თავისუფალი საქართველოს“ პრესსამსახურის მიერ საქინფორმისთვის შეტყობინების თანახმად, ქუთაისში, სულხან-საბას დასახლებაში მდებარე მეტალურგიულ ქარხანაში ქართველი მუშახელის შემცირება დაიწყო.
„დღევანდელი ხელისუფლების მიერ ეკონომიკის სფეროში გატარებული პოლიტიკის შედეგად ისედაც მწირ სამუშაო ადგილებზე ქართველების ნაცვლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები საქმდებიან.
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ქუთაისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ზვიად წაქაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის და, კონკრეტულად, რაიონის ხელისუფლების ინტერესს საკუთარ მოსახლეობაზე ზრუნვა და მათი კეთილდღეობა უნდა აინტერესებდეს და არა – პირიქით“, – ნათქვამია გზავნილში.