სამართალი
საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის გაუპატიურების ბრალდებით თბილისში ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
დაკავებულ 28 და 21 წლის მამაკაცებს, რომელთა შორის ერთი წარსულში ნასამართლევი პირია, ბრლის დამტკიცების შემთხვევაში 20-წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა არასრულწლოვანი თბილისში, ერთ-ერთ ჰოსტელში მოტყუებით წაიყვანეს, სადაც ორივე მათგანმა არასრულწლოვანი გოგონას მიმართ ძალის გამოყენებით, სექსუალურად რამდენჯერმე იძალადა.
პოლიციამ აღნიშნული პირები მომხდარიდან მალევე დააკავა.
გამოძიება სსკ-ის 137-ე მუხლით მიმდინარეობს.