სამართალი
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა: გვაქვს მოლოდინი, საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის პოლიტიკასთან მიმართებით

 საქართველო, 18 დეკემბერი, საქინფორმი. საბჭოს კვლავ აქვს მტკიცე მოლოდინი, რომ საქართველო გააძლიერებს ძალისხმევას ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) სრულ თანხვედრასთან მიმართებაში, კერძოდ, თანხვედრით რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ ევროკავშირის შემზღუდავ ზომებთან, რომლებიც მიღებულია, როგორც უმთავრესი პრიორიტეტი რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებული აგრესიული ომის კონტექსტში, – ამის შესახებ ნათქვამია გაფართოებასთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.

დოკუმენტის თანახმად, „საბჭო ასევე მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ეწინააღმდეგება ევროკავშირის პოზიციებს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით“.

საბჭო მოუწოდებს საქართველოს, ევროკავშირის შემზღუდავი ზომების გვერდის ავლის თავიდან აცილებაში თანამშრომლობა გააგრძელოს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში.