საქართველო, 17 დეკემბერი, საქინფორმი. მოსკოვი სერიოზულად უდგება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას, იმ პირობით, რომ ის არ გახდება „საჯილდაო ქვა“ რუსეთის წინააღმდეგ თამაშებში, - განუცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორმა, მიხაილ კალუგინმა, „რია ნოვოსტის“. „რუსეთი სერიოზულად უდგება საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებას. მთავარია, რომ საქართველო არ გახდეს „საჯილდაო ქვა“ ანტირუსულ თამაშებში“, - თქვა მან.
დიპლომატის თქმით, მოსკოვი „თბილისთან სტაბილური ურთიერთობებისკენ“ ისწრაფვის. „თბილისი ჯანსაღ პრაგმატიზმს და საგარეო საქმეებში მრავალვექტორიანი მიდგომისკენ მიდრეკილებას ავლენს“, - დასძინა მან. კერძოდ, კალუგინმა გაიხსენა, რომ საქართველო არ შეუერთდა ანტირუსულ სანქციების კოალიციას და უარყო რუსეთის წინააღმდეგ „მეორე ფრონტის“ გახსნის უგუნური სცენარი, რომელიც მას გარედან აკისრებდნენ.
„ამის წყალობით, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ეკონომიკურ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები, მაგრამ გვაქვს აქტიური კავშირები, რომლებსაც ხელშესახები სარგებელი მოაქვს“, - დაასკვნა დიპლომატმა.