ქართველ ქალებს პროსტიტუციის ბრალდებით თურქეთიდან გააძევებენ

თბილისი, 7 სექტემბერი,
საქინფორმი. თურქეთში სამსუნის პოლიციამ ქალაქში პროსტიტუციის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე 3 ქალი დააკავა. მათ უახლოეს დღეებში ქვეყნიდან გააძევებენ. შემთხვევა ქალაქში მდებარე ერთ-ერთ სასწავლებელში მოხდა. მეზობლად მცხოვრებთ გვიან ღამით სასწავლებლის ფანჯარაში სასიყვარულო ამბებით დაკავებული ადამიანების ჯგუფი დაინახეს და აღშფოთებულებმა პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე მისულ პოლიციას ერთ-ერთ საკლასო ოთახში სასწავლებლის ორი თანამშრომელი და სამი ქართველი ქალი დახვდა.
პოლიციის ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები ერთ-ერთ სათამაშო კლუბში პროსტიტუციას ეწეოდნენ და გასამრჯელოდ ღამეში ას დოლარს იღებდნენ. დაკავებულთაგან უფროსი 47წლისაა, ხოლო ყველაზე უმცროსი – 30 წლის.