საზოგადოება
უმაღლესი განათლების რეფორმა: ცვლილებების ძირითადი პრინციპები

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებები, რომლებიც ქვეყანაში უმაღლესი განათლების რეფორმას ეხება, პირველი მოსმენით მიიღო.

უმაღლესი განათლების რეფორმის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლება შემდეგი მოდელით განხორციელდება: ბაკალავრის ხარისხის მისაღებად სამი წელი, მაგისტრის ხარისხის მისაღებად ერთი წელი და დოქტორანტურისთვის მოსამზადებლად ერთი წელი.

ამგვარად, სრული პროგრამის დასრულების შემდეგ, 300 კრედიტის მქონე სტუდენტს შესაძლებლობა ექნებათ დოქტორის ხარისხის მისაღებად სწავლა ევროპის უნივერსიტეტებში გაააგრძელონ.

სახელმწიფო უნივერსიტეტების პირველ და მეორე საფეხურებზე სწავლა საქართველოს მოქალაქეებისთვის უფასო იქნება, თუმცა ფაკულტეტებზე კვოტებს შემოიღებენ.

ამ მიმართულებით კონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ, რათა დავადგინოთ 4-5 წლიან პერიოდში შრომის ბაზრის მიმართულებით მოთხოვნები, რომლის კონვერტირებასაც პროფესიებიდან მოვახდენთ საგანმანათლებლო პროგრამების მეშვეობით. მთავრობა, მის საკუთრებაში არსებულ სახელმწიფო უნივერსიტეტებში გეგმავს განსაზღვროს ის კონკრეტული მიმართულებები, რომელიც მისთვის იქნება მნიშვნელოვანი", - განაცხადა განათლების მინისტრის მოადგილე ზვიად გაბისონიამ.

მისი თქმით, კვლევის შედეგები მიმდინარე წლის დეკემბერში გახდება ცნობილი.

რაც შეეხება მიღებას, სახელმწიფო უნივერსიტეტებში იდენტური საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობა ერთამდე შემცირდება. თუმცა, სტუდენტებს ჩარიცხვისთანავე შეეძლებათ კომერციულ უნივერსიტეტებში პროგრამების არჩევა.

სახელმწიფო უნივერსიტეტებში ონლაინ-სწავლებაზე გადასვლა კი 2028 წლამდე გადაიდო.

ამ ეტაპზე პარლამენტი არ განიხილავს საქართველოს უნივერსიტეტებში უცხო ქვეყნის მოქალაქეების სწავლის საკითხს.