აქტუალური
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკაზე

 საქართველო, 10 დეკემბერი, საქინფორმი. ნატოს „ღია კარის“ პოლიტიკა მიუღწეველ მიზნად იქცა, რომლითაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, რეალური პერსპექტივების შეთავაზების გარეშე, უბრალოდ ხელმძღვანელობს კანდიდატ-ქვეყნებს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.

ვაშინგტონის მიერ გამოქვეყნებულ „ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში" ნათქვამია, რომ აშშ-ს სურს უარი თქვას ნატოს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმაზე. გარდა ამისა, დოკუმენტი ხაზს უსვამს უკრაინაში კონფლიქტის მოგვარებისა და რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობას. სტრატეგიაში ასევე აღნიშნულია უთანხმოება ევროკავშირის რიგ წარმომადგენლებთან, რომლებიც, ვაშინგტონის აზრით, არარეალურ მოლოდინებს ამყარებენ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებასთან დაკავშირებით და არღვევენ დემოკრატიულ პრინციპებს.

სინამდვილეში ნატოშია ჩამოუყალიბებლობა გაფართოებასთან დაკავშირებით და მისი „ღია კარის" პოლიტიკა ემგავსება სახედრის წინ ჩამოკიდებულ სტაფილოს, რომელიც მოტივატორია, რომ წაიყვანო იმ მიმართულებით, რომლითაც გინდა, მაგრამ სახედარი ვერასფროს ვერ მიწვდება იმ სტაფილოს – ეს არის მთელი მწარე რეალობა, რასაც ჩვენ ვხედავთ ბოლო პერიოდში", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიმდინარე მოვლენები ადასტურებს „მწარე რეალობას“: უკრაინა დღეს სისხლს სწორედ ალიანსში გაწევრიანების სურვილის გამო ღვრის. ომი გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით დაიწყო და უკრაინა აგრძელებს ბრძოლას ალიანსში გაწევრიანების უფლებისთვის, აღნიშნა მან.

აშშ ამბობს იმას, რაც მისი პოლიტიკაა, პრობლემა კი არის იმ ფარისევლებში, რომლებიც ამბობენ, რომ – „კონსენსუსი არაა", „შესაძლოა, ხვალ იყოს", „ოდესმე იქნება“, „კარი ღიაა” და ა.შ.", - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე გაიხსენა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის სიტყვები, როდესაც მას უთხრეს, რომ ნატოს „კარი ღიაა", მისი პასუხი იყო – ნამეტანი დიდხანს ნუ დაგვაყენებთ ღია კარში, იმიტომ, რომ ორპირ ქარში გაციება იცისო”.