საქართველო, 9 დეკემბერი, საქინფორმი. ზელენსკის საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის გარდა სხვა საქმე უნდა ჰქონდეს წესით, მაგრამ ზელენსკი ხომ ამერიკული და ბრიტანული დაზვერვის მარიონეტია, - განაცხადა გადაცემაში „თბილისის დროით“ კოლუმბიის უნივერსიტეტის მდგრადი განვითარების ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა ჯეფრი საქსმა ბრიტანელი დიპლომატის, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტის იან პრაუდის კითხვის საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ უკრაინაც ცდილობს საქართველო რუსეთთან ომში ჩართოს.
„ომის დასაწყისში უკრაინას სამაჩაბლოსა და აფხაზეთში ფრონტის გახსნა სურდა, საქართველოს ხელისუფლებას ზელენსკიც აკრიტიკებდა გაეროს ტრიბუნიდან. ზელენსკის მხრიდან კრიტიკა ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე ირონიულია. მიმაჩნია რომ ზელენსკი ძალიან მოხარული იქნებოდა საქართველო რომ ომში ჩართულიყო, ვინაიდან ეს უკრაინაში ომს და დასავლური თანხების შედინებას გაახანგრძლივებდა“, - აღნიშნა იან პრაუდმა.
პასუხად ჯეფრი საქსმა აღნიშნა, რომ ზელენსკი არ არის დამოუკიდებელი ფიგურა და ამერიკული საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტია.
„ტრამპი მის თავიდან მოშორებას ცდილობს, მაგრამ ზელენსკი იმ სისტემის ნაწილია, რომელიც სწორედ ამერიკელებმა შექმნეს 2014 წლის თებერვალში სახელმწიფო გადატრიალებისას უკრაინაში. ზელენსკის ყველა წინამორბედიც 2014 წლიდან ამერიკის კარგი მოსწავლე იყო, „დიფ სთეითის“ კარგი მოსწავლე. ყველაფერი კი ახლა თავდაყირა დგება, ტრამპს სურს ამ ომის დასრულება.
ეს ომი უდიდესი ჩავარდნაა ამერიკისა და ბრიტანეთისთვის, იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გადაწყვიტეს, რომ უკრაინა ნატოში გაეწევრიანებინათ. მათ ეს იოლი ეგონათ, სულ არ ელოდნენ ომს, რომელსაც უკრაინა წააგებდა. მაგრამ ეს გახლავთ მოცემულობა. ახლა კი ამერიკული „დიფ სთეითის“ ნაწილი ამ ომისგან თავის დაღწევას ცდილობს. ზელენსკის კი სხვა გზა არ აქვს, ის სწორედ ამ ომისთვის განაწესეს ადგილზე. როგორც ბორის ჯონსონმა თქვა, უკრაინის ომი არის დასავლური ჰეგემონიის დაცვისთვის წარმოებული ომი, ეს სიგიჟეა, მაგრამ სწორედ ასე მიაჩნიათ, ზელენსკი კი ასრულებს მის მოვალეობას მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელთა დიდ ნაწილს ეს ომი არ სურს“, - აღნიშნა ჯეფრი საქსმა.