სამართალი
თუშეთი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. ინციდენტის შესახებ საქინფორმს ანონიმურად ერთ-ერთმა ადგილობრივმა განუცხადა.
მომხდართან დაკავშირებით დაზარალებულ ტურისტებს არც პოლიციისა და არც საკონსულოსთვის არ მიუმართავთ. შესაბამისად, ახმეტის პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე არ აღძრულა.
ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილის განცხადებით, ომალოში ახმეტის პოლიციის თანამშრომლები რეგულარულად პატრულირებენ, „მით უფრო ზაფხულში, როცა თუშეთში ძალიან ბევრი ტურისტია, პოლიციის თანამშრომლები იქ ყოველთვის არიან. საგუშაგოც აქვთ, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ტურისტების ცემის შესახებ ჩვენ არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“.
ვრცელდება ინფორმაცია რომ, ქართველი ახალგაზრდები, რომლებმაც ტურისტებს სცემეს, მაღალჩინოსნების შვილები არიან.