საზოგადოება
თბილისი, 6 სექტემბერი, საქინფორმი. გაფორმდა სალიცენზიო შეთანხმება, რომლის საფუძველზეც საქართველოს 22 რეგიონული ტელევიზია საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციისაგან საავტორო უფლებებით სარგებლობის ლიცენზიას შეიძენს.რეგიონული ტელევიზიები ტელეეთერებში საავტორო უფლებების გამოყენებისთვის ჰონორარებს გადაიხდიან, რასაც ასოციაციის მეშვეობით ავტორები მიიღებენ.