აქტუალური
ირაკლი კობახიძემ ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გაათავისუფლა

 საქართველო, 13 ნოემბერი, საქინფორმი. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, ლერი ბარნაბიშვილი ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან გათავისუფლდა.

შესაბამისი ბრძანება ირაკლი კობახიძემ 11 ნოემბერს გამოსცა.

საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, გათავისუფლდეს ლერი ბარნაბიშვილი საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობიდან 2025 წლის 11 ნოემბრიდან“, - აღნიშნულია დოკუმენტში.