უცხოეთი
საქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე უკრაინისთვის „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მიწოდებას არ განიხილავს.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილავს თუ არა „ტომაჰავკების“ უკრაინისთვის გადაცემას, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა: „არა, სინამდვილეში არა“.
ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შესაძლოა, გადაიფიქროს.
როგორც „როიტერი“ წერს, „ტომაჰავკის“ ტიპის რაკეტების მოქმედების რადიუსი 2 500 კმ-ია, რაც საკმარისია რუსეთის სიღრმეში, მათ შორის მოსკოვში დარტყმისთვის.
1tv.ge