საზოგადოება
ირაკლი კობახიძე - ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა ნიკოლ ფაშინიანთან, დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი„თბილისის აბრეშუმის გზის მეხუთე ფორუმის“ წინ, ნაყოფიერი შეხვედრა მქონდა სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ზე წერს.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ შეხვედრისას მხარეებმა ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს.

„დარწმუნებული ვარ, ეს შეხვედრა კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოსა და სომხეთის თანამშრომლობას“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.