სამართალი
თბილისი, 3 სექტემბერი, საქინფორმი. სოხუმში დაუდგენელმა პირებმა ვეტერანთა კავშირი „ამცახარას“ ოფისი ავტომატური იარაღით დაცხრილეს.
ვეტერანთა კავშირი „ამცახარა“ აფხაზეთში გავლენიანი პოლიტიკური გაერთიანებაა, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებზე ალექსანდრე ანქვაბს უჭერდა მხარს.
„ამცახარას“ ოფისის დაცხრილვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე ხულიგნობის მუხლით აღიძრა.