უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანი - საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა, ძალიან ვაფასებ ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას

 საქართველო, 22 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ში ეხმაურება.

როგორც ნიკოლ ფაშინიანი აღნიშნავს, შეხვედრაზე განიხილეს სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში.

„პროდუქტიული შეხვედრა მქონდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან თბილისში. განვიხილეთ სომხეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ვაჭრობის, ინფრასტრუქტურისა და კულტურის სფეროებში, ასევე რეგიონული თანამშრომლობის პერსპექტივები. ძალიან ვაფასებ ჩვენს აქტიურ პოლიტიკურ დიალოგსა და მეგობრობას“, – აღნიშნავს ნიკოლ ფაშინიანი.

1tv.ge