უცხოეთი
დონალდ ტრამპი - „ჰამასი“ ღაზაში ადამიანების ხოცვას თუ გააგრძელებს, სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ შევიდეთ და ისინი მოვკლათ

 საქართველო, 17 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ დაჯგუფება „ჰამასი“ ღაზაში ადამიანების ხოცვას არ შეწყვეტს, მაშინ აშშ-ს სხვა გზა არ ექნება და „ჰამასს“ გაანადგურებს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

„„ჰამასი“ ღაზაში ადამიანების ხოცვას თუ გააგრძელებს, რაც შეთანხმების საკითხს არ წარმოადგენდა, ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩება გარდა იმისა, რომ შევიდეთ და მოვკლათ ისინი. გმადლობთ ამ საკითხისადმი თქვენი ყურადღებისთვის!“ – წერს ტრამპი.

ცნობისთვის, 15 ოქტომბერს ისრაელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ „ჰამასთან“ სამშვიდობო შეთანხმების მომდევნო ეტაპზე გადასვლა მხოლოდ პირველი ფაზის დასრულების შემდეგ მოხდება, რაც დაჯგუფების მიერ ყველა დაღუპული ისრაელელი მძევლის ცხედრის გადაცემას გულისხმობს. ისრაელში აცხადებენ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ღაზის სექტორში საომარ მოქმედებებს განაახლებენ.

1tv.ge