უცხოეთი
დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს

 საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ქნესეთში სიტყვით გამოსვლა შეაწყვეტინეს.

ადგილობრივი მედიის თანახმად, „ჰადაშ-ტაალის“ თავმჯდომარე აიმან ოდეჰი ქნესეთის პლენარული სხდომიდან მას შემდეგ გააძევეს, რაც მან დონალდ ტრამპს „პალესტინის აღიარებისკენ“ მოუწოდა.

არაბ-ისრაელელი პარლამენტარი პალესტინის სახელმწიფოებრიობის აქტიური მომხრეა, რასაც ისრაელის მთავრობა უარყოფს.

პარტიის კიდევ ერთი პარლამენტარი ოფერ კასიფი ასევე ცდილობდა პლაკატის აღმართვას, თუმცა ისიც ძალით გააძევეს. მათი გაძევების შემდეგ ტრამპმა განაცხადა: „ეს ძალიან ეფექტური იყო“ და სიტყვა გააგრძელა.

1tv.ge