უცხოეთი
საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ბაქოში აზერბაიჯანის, ირანისა და რუსეთის სამმხრივი შეხვედრა იმართება.
შეხვედრას, რომელსაც თანათავმჯდომარეობენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი, რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და ირანის ისლამური რესპუბლიკის გზებისა და ურბანული განვითარების მინისტრი ფარზანა სადეგი, სამი ქვეყნის შესაბამისი უწყებების უფლებამოსილი წარმომადგენლები ესწრებიან.
შეხვედრაზე ტრანსპორტის, ლოგისტიკის, ენერგეტიკისა და საბაჟო საკითხები განიხილება.
1tv.ge