უცხოეთი
ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, სომხეთის საგარეო უწყებაში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი შეიქმნება

 საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს სტრუქტურაში ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტი შეიქმნება.

გარდა ამისა, სომხეთის საგარეო უწყებაში გაერთიანდება პოლიტიკური დაგეგმვის დეპარტამენტი და დიპლომატიური ფუნქციონირების კოორდინაციის დეპარტამენტი.

ცნობისთვის, 2025 წლის დასაწყისში სომხეთის მთავრობამ ოფიციალურად დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყებას.

1tv.ge