აქტუალური
ქარხნიდან გათავისუფლებული პირების განცხადებით, ისინი დირექციამ პროფკავშირებში გაერთიანების გამო დაითხოვა. უმუშევრად დარჩენილი მეტალურგები შრომითი უფლებების დასაცავად სასამართლოსაც მიმართავენ. საწარმოს ხელმძღვანელობის პასუხს პროფკავშირები, კანონის შესაბამისად, 72 საათის განმავლობაში დაელოდება. გამაფრთხილებელი გაფიცვის მოწყობის შესახებ კანონმდებლობის სრული დაცვით წერილობითი გაფრთხილება გაეგზავნა შპს „ევრაზიანსთილსის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე პაატა ჩხენკელს, შპს „ევრაზიანსთილსის“ ქუთაისის მეტალურგიული ქარხანა „ჰერკულესის“ მენეჯერ რაჯი კუმარ სურეკას, ჯანდაცვის მინისტრს, სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშსა და სხვა პირებს.
თამაზ დოლაბერიძის განცხადებით, საწარმოში ინდოეთის 150 და საქართველოს 350 მოქალაქეა დასაქმებული, რომელთა სამუშაო პირობები ძალიან მძიმეა – ასეთი პირობები „კატორღაში მომუშავე ტყვეებსაც არასდროს ჰქონიათ“.