პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: კოპენჰაგენში არაერთი მაღალი რანგის ლიდერმა გამოთქვა მზაობა, გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემაზე, რაც უკავშირდება საქართველოს სწრაფვას ევროკავშირისკენ

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეაჯამა კოპენჰაგენში ვიზიტი, სადაც მონაწილეობა მიიღო ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში.

საინტერესო ფორმატია, გვქონდა ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის ევროსაბჭოსა და ეუთო- გენერალურ მდივნებთან. ყველაზე საინტერესო იყო ის, რომ მქონდა საშუალება 30-ზე მეტ ლიდერთან პირდაპირ მესაუბრა. ყველა მათგანთან განვიხილეთ საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობების გადახედვის აუცილებლობა და პერსპექტივა. არაერთმა ლიდერმა გამოთქვა მზაობა, გაიხსნას დისკუსია ყველა იმ თემაზე, რაც საქართველოს სწრაფვას უკავშირდება. ეს არის ძალიან კარგი იმპულსი, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.