პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ევროპის საბჭოს გენერალურ მდივან ალენ ბერსეს შეხვდა

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან, ალენ ბერსესთან.

შეხვედრაზე ყველა თემას შევეხეთ, მათ შორის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეასაც. მოგეხსენებათ, ჩვენ შევაჩერეთ ჩვენი საქმიანობა ასამბლეაში მას შემდეგ, რაც ის კონკრეტულ რეზოლუციას მიიღებს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ, თუმცა ეს უნდა ეფუძნებოდეს მკაფიო პრინციპებს. მადლობა გადავუხადე ბატონ ალენ ბერსეს მისი ჩართულობისთვის და იმედი მაქვს, რომ ეს ურთიერთობები გაგრძელდება ჯანსაღ ფორმატში, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.