პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეუთო-ს გენერალურ მდივანთან გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო-ს მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის

 საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. ირაკლი კობახიძემ კოპენჰაგენში გამართულ ევროპის პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამართა შეხვედრა ეუთო-ს გენერალურ მდივანთან, ფერიდუნ სინირლიოღლუსთან.

შეხვედრაზე მოსაზრებები გავცვალეთ საქართველოსა და რეგიონში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. გამოვხატე მადლიერება მშვიდობის ხელშეწყობის საქმეში ეუთო- მუდმივი ჩართულობისა და საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.