საზოგადოება
კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ ჩვენი სიმართლის სათქმელად, მსოფლიო შეიშალა, არის უსამართლობის პიკი და ამ ყველაფერზე ღიად საუბარი აუცილებელია

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი.

მნიშვნელოვანია, ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ ჩვენი სიმართლის სათქმელად, მსოფლიო შეიშალა, არის უსამართლობის პიკი და ამ ყველაფერზე ღიად საუბარი აუცილებელია, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მონაწილეობას ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტში და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ყველა საერთაშორისო პლატფორმა, სადაც სიმართლეს იტყვის.

მნიშვნელოვანია, რომ ყველა პლატფორმა გამოვიყენოთ. ჩვენ ჩვენი სიმართლე უნდა ვთქვათ, რა ხდება, რა გამოწვევებია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში. გამოწვევები მხოლოდ ჩვენს ქვეყანაში არ არის. შეხედეთ რა ხდება, მსოფლიო შეიშალა, არის უსამართლობის პიკი და ამ ყველაფერზე ღიად საუბარი აუცილებელია“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე 2 ოქტომბერს დანიის სამეფოს დედაქალაქ კოპენჰაგენში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მიიღებს მონაწილეობას.