პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, აღიარონ ის სანდოობა, რომელიც ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე.

დღეს საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობა სწრაფი ტემპით იზრდება. გლობალური მიწოდების ჯაჭვების გადალაგების კვალდაკვალ, საქართველო შუა დერეფნის ცენტრში დგასევროპისა და აზიის ბაზრების დამაკავშირებელი უმოკლესი და ყველაზე სტაბილური მარშრუტის სახით. ჩვენი მთავრობა ამ როლის შესასრულებლად თამამ ინვესტიციებს ახორციელებს. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი შავი ზღვის ყველაზე თანამედროვე ინფრასტრუქტურა იქნება. ჩვენ ვაფართოებთ და ვაახლებთ ტრანსპორტს, ლოგისტიკას და ციფრულ ინფრასტრუქტურას, ამავდროულად, ვახდენთ ჩვენი, როგორც მწვანე ენერგიის ექსპორტიორის, სრული პოტენციალის გამოვლენას. ეპოქაში, როდესაც ევროპა სტრატეგიულ ავტონომიას, ენერგეტიკულ დივერსიფიკაციას და გაძლიერებულ კავშირს ეძებს, საქართველო ცენტრალური კვანძია და არა პერიფერიული მოთამაშე. ჩვენ პარტნიორობას ვთავაზობთ ყველას. საერთაშორისო საზოგადოებას მოვუწოდებთ, ინვესტიციები განახორციელონ საქართველოში, ითანამშრომლონ ჩვენთან და აღიარონ ის სანდოობა, რომელიც თანმიმდევრულობითა და ეფექტური მუშაობით მოვიპოვეთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.