საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. 2025 წლის პირველი აგვისტოდან 28 სექტემბრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 2.9 ათასი ტონა თხილი, საერთო ღირებულებით 24.7 მილიონი აშშ დოლარი.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტის ღირებულება 36 %-ით, 6.6 მილიონი აშშ დოლარით გაიზარდა. აღნიშნულ პერიოდში ერთი კგ თხილის საშუალო საექსპორტო ფასი 8.46 აშშ დოლარს შეადგენს, რაც 39 %-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.
ექსპორტის ძირითადი ბაზარი ევროკავშირის ქვეყნებია. ყველაზე დიდი მოცულობით თხილი იტალიაში გავიდა და 1.0 ათასი ტონა შეადგინა. ევროკავშირის ბაზრებიდან ასევე მნიშვნელოვან პარტნიორებად რჩებიან გერმანია (302.1 ტონა), ესპანეთი (197.0 ტონა) და ჩეხეთი (119.4 ტონა).
გარდა ევროკავშირის ქვეყნებისა, ქართული თხილი გაიყიდა სომხეთში (119.7 ტონა), რუსეთში (117.5 ტონა), თურქეთში (111.2 ტონა) და სხვა ბაზრებზე.