პოლიტიკა
ბიძინა ივანიშვილი: 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი, ყველას დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობასა და სტაბილურობაზე გადის

 საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი, ყველას კიდევ ერთხელ დავანახოთ, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის, – ამის შესახებ აღნიშნულია „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში.

როგორც ივანიშვილი განცხადებაში აღნიშნავს, „განვლილი წლების მონაპოვარისა და მიღწევების დაცვის თვალსაზრისით, 4 ოქტომბერს კიდევ ერთი გამოცდა გველოდება“.
ამ ფონზე, 4 ოქტომბერს გვაქვს შანსი, კიდევ ერთხელ დავანახოთ ყველას, რომ ჩვენი ბრძოლა დღეს საარჩევნო უბნებზე მისვლასა და თავისუფალი არჩევანის გაკეთებაზე, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაზე გადის. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, 2012 წელს მოპოვებული მშვიდობიანი გამარჯვება საბოლოოდ, მშვიდობიანადვე გავაფორმოთ, რადიკალიზმი და ურთიერთდაპირისპირება გუშინდელ დღედ ვაქციოთ, შემდეგ კი, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობისთვის, სიღარიბის საბოლოოდ დაძლევისთვის, სუვერენიტეტის გამყარებისა და ქვეყნის მშვიდობიანად გამთლიანებისთვის ვიბრძოლოთ! გაუმარჯოს ერთიან ქართველ ხალხს! გაუმარჯოს გაერთიანებულ საქართველოს!“, – აღნიშნავს ბიძინა ივანიშვილი.