სამართალი
საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი საპატიმროდან მოქალაქეებს მიმართავს გზავნილით: „პულტიდან ამოიღეთ ელემენტები, გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე!“.
მისი სიტყვები საზოგადოებას ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ გადასცა. ხაბეიშვილი მოქალაქეებს სთხოვს, 4 ოქტომბერს არავინ დარჩეს სახლში და დედაქალაქის მთავარ გამზირზე მივიდეს გამარჯვების აღსანიშნავად.
„არავინ დარჩეს სახლში, არავინ დარჩეს ტელევიზორთან და ყველას მოუწოდებს, რომ გამარჯვების დღეს რუსთაველზე ყველა ადამიანი იყოს და ერთიანად, თავად ნახონ გამარჯვება“, – განაცხადა ტყეშელაძემ.