სამართალი
საქსტატი: 2025 წლის აგვისტოში სისხლის სამართლებრივი დევნა 2 009 პირის მიმართ დაიწყო

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის აგვისტოში სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 2 009 პირის მიმართ. მათ შორის, გამოსაცდელი ვადის გასვლამდე დანაშაული ჩაიდინა 107 პირმა, რაც საერთო მაჩვენებლის 5.3%-ია.

დევნის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში – 595 შემთხვევა, აჭარაში – 323, ხოლო ოკუპირებულ აფხაზეთში – 21.

დანაშაულების გადანაწილება:

ქურდობა – 254; მუქარა – 254; ოჯახური ძალადობა – 196; ძალადობა – 187; გაუპატიურება – 6; გარყვნილი ქმედება – 4; თაღლითობა – 41; ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვა – 478; ნარკოტიკული მცენარის დათესვა/მოყვანა – 175; ყალბი დოკუმენტების დამზადება – 74.