საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ჩეხეთმა საქართველოს ხუთ მოქალაქეს სანქციები დაუწესა. გადაწყვეტილება ჩეხეთის მთავრობის სხდომაზე მიღებულ იქნა. სანქციები უკავშირდება ძალადობრივ ჩარევას საპროტესტო აქციების დროს.
სასანქციო სიაში არიან: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე, მოსამართლეები კობა ჩაგუნავა, ნინო გალუსტაშვილი, მიხეილ ჯინჯოლია და პროკურორი ლაშა კოტრიკაძე. მათ ეკრძალებათ ჩეხეთში ჩასვლა და ფინანსური ოპერაციები ჩეხურ ორგანიზაციებთან, ასევე ყადაღდება ნებისმიერი აქტივი.
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის იან ლიპავსკის განცხადებით, ანალოგიური ზომები უკვე მიიღეს დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, უკრაინამ, ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა, თუმცა ევროკავშირში საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციებზე კონსენსუსი ჯერ არ არსებობს.