საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკულ გამოცემა Responsible Statecraft-ში გამოქვეყნებულ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, აღნიშნა, რომ „ქრისტიანული საქართველო ევროკავშირზე გაცილებით დიდი ხანია არსებობს და ევროკავშირის შემდეგაც დიდხანს იარსებებს“.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ „2012 წლის შემდეგ, როდესაც ხელისუფლებაში „ქართული ოცნება“ მოვიდა, საქართველომ ევროკავშირთან შესანიშნავი ურთიერთობები დაამყარა, თუმცა წინა ხელისუფლება ავტორიტარული მმართველობით გამოირჩეოდა“.
ინტერვიუში ყაველაშვილი განსაკუთრებულად უსვამს ხაზს ბიძინა ივანიშვილის როლს „ქართული პოლიტიკის რეალურ ეროვნულ ინტერესებზე მორგებაში“, მას „სამაგალითო პიროვნებად“ მოიხსენიებს და ამატებს, რომ მის მიმართ „მოსკოვის აგენტობის“ ბრალდებებს კონკრეტული მტკიცებულებები არ ახლავს.