აქტუალური
ეროვნული ბანკი: საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი 26.5 მლრდ აშშ დოლარია

 საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. დოკუმენტის თანახმად, 2025 წლის 1 ივნისის მდგომარეობით საქართველოს მთლიანი საგარეო ვალი შეადგენს 26.5 მილიარდი აშშ დოლარს (72.3 მლრდ ლარი), რაც ბოლო ოთხი კვარტლის მშპ‑ს 75.1%–ია.

სახელმწიფო საგარეო ვალმა შეადგინა 11.5 მლრდ აშშ დოლარი, ანუ 31.2 მლრდ ლარი, რაც მშპ 32.4 პროცენტია. საბანკო სექტორის საგარეო ვალმა 9.1 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, სხვა სექტორების – 4.9 მლრდ, კომპანიათაშორისო ვალი – 2.7 მლრდ. მთლიანი ვალის 87.0% დენომინირებულია უცხოური ვალუტით.

სწორედ ამ მონაცემების ფონზე, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველოს წმინდა საგარეო ვალი 13.8 მლრდ აშშ დოლარია (37.5 მლრდ ლარი), რაც მშპ‑ს 39.0%–ს უტოლდება.