სამართალი
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის ჩვენს რეგიონში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების – ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს“, – განაცხადა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა, 4 ოქტომბერს დაგეგმილ აქციაზე საუბრისას.
მისი თქმით, „ქართულ ოცნებას“ ეშინია, რადგან იცის, რომ ძალაუფლება გაყალბებული არჩევნებით ჩაიგდეს ხელში და ცდილობენ ოპონენტების იზოლაციასა და დაპატიმრებას. „ისინი მუდმივად ცდილობენ აქტივისტების ჩაკეტვას, რათა არ დადგეს შედეგი, რომელსაც ქართველი ხალხი რეალურად ითხოვს“, – აღნიშნა ცისკარიშვილმა.