სამართალი
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პროკურატურამ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში დახმარების ბრალდებით, მსჯავრდებული გიორგი ბაჩიაშვილის მშობლების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.
პროკურატურის ინფორმაციით, ბაჩიაშვილმა 2015-2017 წლებში მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი 8 986.8675 ბიტკოინი. მიღებული აქტივების ნაწილის ლეგალიზაციაში კი მშობლები ჩართო.
„გიორგი ბაჩიაშვილმა 2017-2023 წლებში, მშობლების დახმარებით, მოახდინა 2 944 957 დოლარის და 1 097 187 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია“, – აცხადებს პროკურატურა.
ორივე პირის მიმართ გამოტანილია ბრალდების დადგენილება, რაც 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.