სამართალი
სუს-მა 403 095 ლარის თაღლითობის საქმეზე ორი პირი დააკავა

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, საქართველოს პროკურატურასთან ერთად ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების ფარგლებში, სასამართლოს განჩინების საფუძველზე, სახელმწიფოს კუთვნილი 403 095 ლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, დაკავებულია შპს გურია ენერჯის დირექტორი მ.ჟ. და საზედამხედველო კომპანიის თანამშრომელი პ.რ. ასევე ბრალი წარედგინა ტ.მ.-ს.

გამოძიების ინფორმაციით, საქმე ეხება ნორიო-ლილოს დამაკავშირებელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სადაც მოტყუებით და ყალბი დოკუმენტების გამოყენებით, ბიუჯეტიდან მითვისებულ იქნა თანხა. ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული გზა ექსპლუატაციისთვის უვარგისია.

გამოძიება გრძელდება სსკ-ის შესაბამისი მუხლებით, რაც ითვალისწინებს 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას.