პოლიტიკა
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: „4 ოქტომბერს, როგორც კი ქართველი ხალხი გაისტუმრებს მოღალატე ხუნტა „ოცნებას“ მოუსავლეთში, მე ვუბრუნდები ხელოვნებას, რომელიც ძალიან მომენატრა“.
მისი თქმით, ის პოლიტიკაში მონაწილეობას არ აპირებს და მეგობრობას აგრძელებს ტარიელ ონიანთან და ბაჩო ახალაიასთან, თუმცა ორივე მათგანი კატეგორიულად უარყოფს პოლიტიკურ მონაწილეობას.
„ასე რომ, პოლიტიკის გარეშე ვიმეგობრებ მათთან. არც მე ვაპირებ პოლიტიკოსობას“, – აღნიშნა ბურჭულაძემ.