პოლიტიკა
ტატა ხვედელიანი: „4 ოქტომბერი არჩევნების დღეა, არა რევოლუციის“

 საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი დამხობა – ეს ტერმინები ჩვენთვის გაურკვეველია. დღეს რადიკალური და ძალადობრივი სცენარის განვითარება დაუშვებელია. შესაბამისად, 4 ოქტომბრის აქციაზე არ ვიქნებით“, – განაცხადა პარტია გახარია საქართველოსთვის ერთ-ერთმა ლიდერმა ტატა ხვედელიანმა.

მისი თქმით, 4 ოქტომბერი არჩევნების დღეა, როდესაც საქართველოს მოსახლეობა საარჩევნო ყუთებთან მივა ცვლილებებისთვის. რევოლუციების პერიოდი დასრულდა. ჩვენს ხალხს სჭირდება სიმშვიდე და ნამდვილი მშვიდობა, არა ისეთი, როგორსაც მათქართული ოცნება სთავაზობს“, – აღნიშნა ხვედელიანმა.

ასევე, მისი თქმით, ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ორ პარტიას – ქართულ ოცნებას და ნაციონალურ მოძრაობას, რომლებიც ხელს უწყობენ რადიკალიზმის გაძლიერებას.