პოლიტიკა
საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. „ევროკავშირი არ იყენებს თავის ყველა შესაძლებლობებს, პასიურია, ელოდება ჩვენგან ამ გამოწვევების გადაჭრას ან არდაძლევას“, – განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვარშავის უსაფრთხოების ფორუმზე.
მისი თქმით, რუსეთი კარგად იყენებს ფსიქოლოგიურ ომს მეზობელი ქვეყნების წინააღმდეგ. ასევე, ზურაბიშვილმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის რეგიონის სტრატეგიულ მნიშვნელობას და ევროკავშირის გაფართოების აუცილებლობას.
მან უპასუხა ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვებსაც, რომლის თანახმადაც ევროპამ საქართველო დაკარგა. „ვფიქრობ, ჩვენ ჯერ კიდევ არ დავკარგულვართ. ევროკავშირს შეუძლია და ვალდებულია მეტი გააკეთოს, როგორც უკრაინის, ისე ჩვენი პოლიტიკური მხარდაჭერისთვის“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.